წესები & პირობები

კანონმდებლობა 

York.ge - ის მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ. 


საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თუ გსურთ მიიღოთ ჩვენი მომსახურება და ამავდროულად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე. 

საიტზე რეგისტრაციის, ასევე შეკვეთის გაკეთების დროს, თუ მონიშნავთ "
წავიკითხე წესები & პირობები, ვეთანხმები და მისაღებია ჩემთვის" თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას რომ შემდგომში York.ge და მომხმარებელი, იმოქმედებთ საიტზე მოყვანილი წესების მიხედვით.


საკუთარ პროფილს შექმნის (რეგისტრაციის) პროცესში მითითებული ინფორმაციის, სიზუსტეზე პასუხსმგებელია მომხმარებელი და კონიფიდენციალურობა მაქსიმალურად დაცულია York.ge - ის მიერ. 


საიტზე რეგისტრაციით  მომხმარებელი აცხადებს თანხმობას მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია, York.ge -ის მიერ გამოყენებული იყოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.

 

პროდუქციის აღწერილობა 

York.ge მაქსიმალურად ცდილობს სწორი მონაცემები მოგაწოდოთ პროდუქციის შესახებ. ჩვენთან განთავსებული ფეხსაცმელი არის პირველი ხარისხის ორიგინალის ზუსტი ასლი (რეპლიკა).

ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფეხსაცმლის მონაცემების, კონრეტულად ფერის და ზომის შესახებ არის მაქსიმალურად ზუსტი, თუმცა ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს თქვენი მონიტორის მიერ შესაძლო მცირე ცვლილებებს ფერთან დაკავშირებით.


პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გადახედოთ პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას!

 

ფასები

საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის მთლიანი ფასი/ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), დღგ-ს ჩათვლით. საიტზე მითითებული ფასები მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებას. 

 

მიწოდება


"York.ge" - პროდუქციის მიტანას უზრუნველყობს 1-3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) -  პროდუქციის მიტანის პირობები.


ადგილზე მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად, მოხმარებელს:

1. საიტზე ყიდვის შემთხვევაში სრულად უნდა ქონდეს დაფარული ფეხსაცმლის საფასური

2. დამტკიცებული განვადების შემთხვევაში, მომხმარებელს ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი განვადების ხელშეკრულებაზე

წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხსაცმელი არ მიეწოდება მომხმარებელს.

York.ge - ის ოფისიდან პროდუქციის გატანის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნაცვლად პროდუქციას გაიტანს სხვა პიროვნება, თან უნდა იქონიოს თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი


პროდუქტის/თანხის  დაბრუნება ან განვადების გაუქმება

York.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა დააბრუნოს, გამოცვალოს პროდუქცია ან გააუქმოს განვადება იმ შემთხვევაშითუ:

1. თუ მომხმარებელს პროდუქტი არ მიუვიდა შეძენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში

2. თუ მომხმარებელს პროდუქტი არ მიუვიდა შეკვეთიდან 30 დღის განმავლობაში

2. შეკვეთილი პროდუქტი ვიზუალურად არ ემთხვევა მომხმარებლის მიერ მიღებულს

3. შეკვეთის დროს დაფიქსირებული ზომები არ ემთხვევა მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქციის ზომებს (ზომების შედარება მოხდება ეტიკეტზე დაფიქსირებული ზომის მიხედვით)

4. პროდუქტი დაზიანებულია

 

* პროდუქციის გადაცვლა ან პრეტენზიის გამოთქმა ხდება, ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა!


York.ge ადმინისტრაცია


საიტზე განთავსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას York.ge -ს ადმინისტრაციის მიერ წინასწარი შეტყობინების გარეშე (გარდა წინამდებარე წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).